ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილვა საკრებულოში
19 ნოემბერი 2020
 

საკრებულოში ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

დღეს გამართულ საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები საკრებულოს წევრებს ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ გააცნო. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მომავალ წელს ქალაქის ბიუჯეტიდან განათლების სფეროს დაფინანსებას 15 166 200 ლარი მოხმარდება, ხოლო კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის სფეროში გასამართ ღონისძიებებზე 11 892 400 ლარი დაიხარჯება.
ბიუჯეტის პროექტი უკვე განიხილეს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიებმაც. საკრებულომ კომისიების შემაჯამებელი დასკვნა ბათუმის მერს 25 ნოემბრამდე უნდა გადაუგზავნოს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1737
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები