ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა
19 ნოემბერი 2020
 

ბათუმის საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს მომავალ წელს ქალაქში გასახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას 68 879 200 ლარი მოხმარდება, საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას - 15 807 000 ლარი, სატრანსპორტო სისტემისა სერვისის განვითარებას - 8 287 000 ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟს - 3 497 600 ლარი, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას - 560 000 ლარი, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვას - 1 942 800 ლარი, ქალაქის კეთილმოწყობას - 979 300 ლარი, ქალაქის დასუფთავებას, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას - 19 642 100 ლარი.
ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა. საკრებულომ კომისიებში განხილვების შემდგომ ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებითურთ ბათუმის მერს 25 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნოს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1823
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები