ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
14 ოქტომბერი 2020
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

კომისიამ იმსჯელა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებების შესახებ. ასევე განიხილეს ის ცვლილებები, რომლის შეტანაც იგეგმება ,,ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულებაში. აღნიშნული პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაცია და სამარშრუტო ქსელის მოქალაქეზე მორგება.
სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ცვლილება იგეგმება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის ნაწილშიც. კერძოდ, პროექტის მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრობებისა და ბაზრობის რეგულირების ახალი წესი, რომლითაც მოწესრიგებული იქნება გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისათვის ქირისა და სხვა აუცილებებლი საკითხები.

კომისიამ წარმოდგენილი პროექტების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიაჩნია.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში 16 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1611
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები