ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს სხდომა
05 ოქტომბერი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოშaი დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. სხდომაზე დამტკიცებული დადგენილების მიხედვით, ცვლილებები შევიდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში, რაც მუნიციპალიტეტის ელექტრონული საქმისწარმოების ახალ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

აღნიშნული ცვლილებების მიღება უკავშირდება საქართველოში არსებულ მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის პროცესს. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო მერიის დებულებაში შესაბამისი ცვლილება მიმდინარე წლის 6 ოქტომბრამდე გაეხორციელებინა.
საკრებულოს მიერ დღეს მიღებული დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 39
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები