ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„გამჭვირვალობის“ ანგარიში ბათუმის საკრებულოს საქმიანობის შესახებ
05 აგვისტო 2020
 

საკრებულოს საქმიანობის მონიტორინგის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა შეაფასა და ანგარიშის სახით საზოგადოებას წარუდგინა. ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციური ფრაქციის წევრები.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბათუმის ოფისის კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ აღნიშნა, ორგანიზაციამ შეისწავლა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობა და გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა.
შეხვედრაზე ანგარიშის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საკრებულოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების, კონტროლის ფუნქციის განხორციელების, კომისიების, საბჭოებისა და ფრაქციების საქმიანობის შესახებ, ასევე, მოქალაქეთა ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების, გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობისა და საკრებულოს ხარჯების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია წლებია თანამშრომლობს ბათუმის საკრებულოსთან და თავის კვლევებში არა ერთხელ წარმოუჩენია საკრებულოს საქმიანობის როგორც დადებითი ტენდენციები, ასევე, გაუცია სამომავლოდ გასათვალისწინებელი რეკომენდაციები. როგორც მალხაზ ჭკადუამ აღნიშნა, ამჯერად ანგარიში მოიცავს ისეთ მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც დაეხმარება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებულ საკრებულოს მომავალ საქმიანობაში

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1593
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები