ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოში ხვალ მორიგი სხდომა გაიმართება
30 ივლისი 2020
 

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს დადგენილების პროექტზე, რომელიც ქ. ბათუმში, ფალავანდიშვილის ქუჩის მონაკვეთის პუშკინის ქუჩიდან შევჩენკოს ქუჩამდე გაცალმხრივებას ითვალისწინებს. აღნიშნული მონაკვეთის გაცალმხრივების თაობაზე ფალავანდიშვილის ქუჩის მოსახლეობამ მერიას კოლექტიურად მიმართა. სხდომაზე აღინიშნა, რომ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე (ფალავანდიშვილის ქუჩა) საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატანი ცვლილებები შემუშავებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე.

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიამ კი სხდომაზე დღეს სამი საკითხი განიხილა, მათ შორის ერთი ეხებოდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის მთლიანი ასიგნების 5 %-ის ფარგლებში ცვლილებების განხორციელებას. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქალაქ ბათუმის მერი უფლებამოსილია ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებებში ცვლილებები განახორციელოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიასთან შეთანხმებით, რაზეც დღეს კომისიის წევრებისგან თანხმობა მიიღო.
კომისიამ ასევე იმსჯელა იმ ცვლილებების შესახებ, რომელთა შეტანაც იგეგმება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N34 განკარგულებასა და „შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე/ავტობუსებში რეკლამის განთავსების უფლების ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში სააუქციონო პირობებით გადაცემის შესახებ წინადადების მოწონების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 28 ნოემბრის N87 განკარგულებაში.
ზემოაღნიშნული კომისიების წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს. ასევე, ყველა საკითხზე დადებითი დასკვნა გასცა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამაც.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 31 ივლისს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1635
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები