ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების კომისიის სხდომა
06 ივლისი 2020
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტში არსებული ზოგიერთი გზისთვის ქუჩის სტატუსის მინიჭების, სახელდებისა თუ სახელის გადარქმევის შესახებ საკრებულოს კომისიაში შემოსული კორესპონდენციები განიხილეს.

კომისიის წევრთა მიერ ზოგიერთი გზისთვის ქუჩის სტატუსის მინიჭების, სახელდებისა თუ სახელის გადარქმევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიქტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება. ბათუმის საკრებულო აღნიშნულ საკითხს მხოლოდ სამთავრობო კომისიის მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში განიხილავს.
სხდომას, რომელსაც საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე უძღვებოდა, ბათუმის იმ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც გზისთვის სახელის მინიჭება იგეგმება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1565
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები