ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
28 მაისი 2020
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

კომისიის წევრებმა იმსჯელეს განკარგულების პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, გორგილაძის ქ. №88-ში არსებული 27,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.23.04.628) გურამ გეწაძისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, 05 წლის ვადით იჯარით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემას. განკარგულების პროექტის თანახმად, მითითებული უძრავი ქონების წლიური საიჯარო ქირა განსაზღვრულია 4000,0 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
კომისიამ ასევე განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ზღვისპირა პარკში რეგისტრირებული 341,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 199,76 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი 05.21.02.041) შპს „ამბასადორი ბათუმისათვის“ (ს.კ. 445515719) პირდაპირი განკარგვის წესით უზუფრუქტის ფორმით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი. როგორც განკარგულების პროექტშია აღნიშნული, მითითებული ქონების სარგებლობაში გადაცემა მოხდება გარკვეული პირობებით, ხოლო მითითებული უძრავი ქონების სარგებლობის ვადად განსაზღვრულია 15 წელი. უზუფრუქტის ვადის დასრულებისას უზუფრუქტუარს ეძლევა სარგებლობის ხელშეკრულების არა ნაკლებ 7 (შვიდი) წლის ვადით გაგრძელების მოთხოვნის უფლება, მოთხოვნის დროისათვის არსებული სარგებლობის საზღაურის გათვალისწინებით. პროექტის თანახმად, მითითებული უძრავი ქონების წლიური სარგებლობის საზღაური განსაზღვრულია 50 000,00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
სხდომაზე იმსჯელეს განკარგულების პროექტზე, რომლის მიხედვითაც საკრებულომ თანხმობა უნდა მისცეს ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა N6-ში მდებარე რესტორან „რივიერას“ მიმდებარედ, თამარ მეფის გამზირზე არსებულ 478,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.30.37.033) შპს „უტევანისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. შპს „უტევანი“ მის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, გეგმავს კეთილმოაწყოს აღნიშნული ტერიტოორია, რომლითაც შემდგომში ისარგებლებენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ტურისტები. განკარგულების პროექტი ასევე განსაზღვრავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის იჯარით სარგებლობის ვადას ქ. ბათუმის მერიასა და შპს „უტევანს“ შორის დადებული 2010 წლის 30 ივნისის ხელშეკრულების მოქმედების ვადით, კერძოდ, 2039 წლის 30 ივნისამდე. პროექტში მითითებული უძრავი ქონების წლიური საიჯარო ქირა განსაზღვრულია 15 000,0 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
კომისიის წევრებმა, ასევე, იმსჯელეს განკარგულების პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის და სანიაღვრე სისტემის გამოყენებისათვის საზღაურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №6 განკარგულებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, დაწესდეს საზღაური მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სარგებლობისათვის და იგი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
- მიწისქვეშა I კლასის ხაზობრივი ნაგებობის (ხაზობრივი ნაგებობა მოიცავს საკომუნიკაციო ჭასაც) განთავსებისათვის - ერთ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარი;
- მიწისზედა I კლასის ხაზობრივი ნაგებობის განთავსებისათვის - ერთ გრძივ მეტრზე 0,40 (ორმოცი თეთრი) ლარი.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს ბათუმის საკრებულო ხვალ, 29 მაისს, მორიგ სხდომაზე განიხილავს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 105
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები