ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით
06 მაისი 2020
 

მიმდინარე წლის პირველ მაისს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე.

საკრებულო წარმოგიდგენთ აღნიშნულ მიმართვას, ასევე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პასუხს წერილზე, ქრონოლოგიურად და მსგავს შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებს.

  • ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს,
ბატონ სულიკო თებიძეს

 „ბატონო სულიკო,

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მონიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ მოიწვიოთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განიხილება წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართვა ქ. ბათუმის მერიას, რომელიც ჩვენს მიერ მიწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით წარმოადგენს ბიუჯეტში ცვლიებებს.
როგორც ცნობილია, განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რამაც ქვეყანაში და, მათ შორის, ჩვენს ქალაქში, ფაქტიურად, ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება/შეზღუდვა და რიგი სხვა სახის შეზღუდვები გამოიწვია, რაც, ცალსახად, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, მიშვნელოვანია, ბათუმის მუნიციპალიტეტში შემუშავდეს ანტიკრიზისული გეგმა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.
ამიტომ, მოქმედი კანონმდებობისა და საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, წარმოგიდგენთ მიმართვის პროექტს, რომელიც საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განხილვისა და დამტკიცებისთვის (მოწონების) უნდა გადაეგზავნოს ქ. ბათუმის მერიას, რათა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები (შემუშავდეს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარმოდგენილი იქნას საგანგებო ბიუჯეტი).
გთხოვთ, დაავალოთ საკრებულოს აპარატს, წარმოდგენილი პროექტი დაუყოვნებლივ გადაეგზავნოს საკრებულოს ყველა წევრს“ .

  • ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის პასუხი:

 - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
   ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
   თავმჯდომარეს ბატონ მირდატ ქამადაძეს

   ბატონო მირდატ,


„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, თქვენს მიერ 2020 წლის 01 მაისს წარმოდგენილი წერილის თაობაზე გაცნობებთ შემდეგს: მოგეხსენებათ, რომ ანტიკრიზისული გეგმა დაკავშირებულია ბიუჯეტში ცვლილებების შეტანასთან ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის (მათ შორის კორექტირებული) პროექტის განხილვა და დამტკიცება საკრებულოს სხდომაზე პროცედურულად შესაძლებელია მხოლოდ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, გარდა ამისა ამავე კოდექსის თანახმად საკრებულო სამართლებრივად არ არის უფლებამოსილი აღმასრულებელი ორგანო დაავალდებულოს ბიუჯეტში რაიმე კონკრეტული ცვლილების განხორციელებაზე.
რაც შეეხება წერილის შინაარსობრივ მხარეს გაცნობებთ, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ანტიკრიზისულ გეგმასთან (ბიუჯეტთან) დაკავშირებით თქვენს მიერ ზემოაღნიშნული წერილის წარმოდგენამდე გაცილებით ადრე მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყო აქტიური მუშაობა და კონსულტაციები, მათ შორის საკრებულოს უმრავლესობის ჩართულობით. შესაბამისად, როგორც ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, ასევე თქვენს ფრაქციას აქვს სრული უფლება და შესაძლებლობა აღმასრულებელ ორგანოში წარადგინოს წინადადებები და რეკომენდაციები ანტიკრიზისული თუ პოსტკრიზისული სიტუაციის მართვასთან დაკავშირებით და ბუნებრივია თუ ისინი იქნება მისაღები, საინტერესო და საგნობრივი ასეთ შემთხვევაში იგი გათვალისწინებული იქნება, როგორც აღმასრულებელი ორგანოს ისე შემდგომში საკრებულოს მხრიდან.
აღსანიშნავია ისიც, რომ თქვენს მიერ წერილში ხსენებული საკითხების ნაწილი ისედაც გადაწყვეტილ იქნა ამ წერილის წარმოდგენამდე - 2020 წლის 30 აპრილის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ თქვენს ხსენებულ წერილში დასმულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოკლებულია აზრობრივ საფუძვლებს და შინაარსობრივ დატვირთვას, ვინაიდან მას რაიმე კონკრეტული შედეგის (ეფექტის) მოტანა და რაიმე საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლია, რის გამოც სამწუხაროდ ვერ დაკმაყოფილდება თქვენი მოთხოვნა“.

 

  • ადგილობრივი თვითთმართეველობის კოდექსისა და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, თუ საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქციის მოთხოვნიდან ერთი კვირის განმავლობაში არ მოიწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას, საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. აღნიშნულ შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა (13 წევრი). იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სხდომას არ ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე, სხდომას ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, სხდომას ხელმძღვანელობს საკრებულოს უხუცესი წევრი.
 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2029
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები