ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
24 თებერვალი 2020
 

საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღეს ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. კომისიის თავმჯდომარის დიმიტრი ჭეიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით იზრდება რამდენიმე სოციალური პროგრამის დაფინანსება.

როგორც სხდომაზე ითქვა, იზრდება 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 3- და 4-შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება. სამშვილიანი ოჯახები ყოველთვიურად 80 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ, ოთხშვილიანი ოჯახები კი – 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს.
ასევე, იზრდება მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარება - ისინი 60 ლარის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ.
პროექტის მიხედვით, ცვლილებები ასევე, შეეხება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას, მზრუნველობას მოკლებულ პირთა დახმარებას და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათით სარგებლობას.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი და მისი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1740
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები