ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა
28 იანვარი 2020
 

ბათუმის საკრებულოში, 30 იანვარს ჩანიშნული მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა მიმდინარეობს.

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღეს 15 საკითხი განიხილეს, საკითხები კოლეგებს საკრებულოს წევრმა არჩილ მამულაძემ გააცნო.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მალე ბათუმში ზურაბ გორგილაძის ბიუსტი ლუკა ასათიანისა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში განთავსდება. ბიუსტის განთავსებასთან დაკავშირებულ ხარჯებს კი შპს „ბათმშენი-2007“ დაფარავს.

კომისიის წევრებმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიენების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე ტექნიკური დავალების მოწონების შესახებ, განკარგულების პროექტი განიხილეს და „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საკრებულოს განკარგულებებში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

დღესვე, კომისიის სხდომაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს, პროექტის მიხედვით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ შექმნის შედეგად, გაერთიანდა ყველა კერძო სამართლის იურიდიული პირის და მთლიანად მუნიციპალიტეტისათვის კანონმდებლობით მინიჭებული ყველა საზედამხედველო ფუნქცია. გამომდინარე აქედან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხიდან ამოღებულ უნდა იქნას სტრუქტურულ ერთეულებში არსებული ყველა ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლებიც ასრულებენ მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებულ ყველა საზედამხედველო ფუნქციას.
კომისიამ წარმოდგენილი 15 საკითხის განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1748
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები