ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტი საკრებულომ ხვალ უნდა დაამტკიცოს
24 დეკემბერი 2019
 

ბათუმის საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში დღეს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 171,630.6 ათას ლარს შეადგენს. პროექტით ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი ბათუმის მერიამ საკრებულოს 10 დეკემბერს დაუბრუნა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ. 25 დეკემბერს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1831
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები