ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა მოსახლეობასთან
16 დეკემბერი 2019
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და თავმჯდომარის მოადგილე, თამარის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ სალუქვაძე ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. თამარის დასახლებაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების შეხვედრა მოსახლეობასთან წელს მესამეჯერ გაიმართა. ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრების მეშვეობით დაახლოებით 1500-ზე მეტი პრობლემა დაფიქსირდა, რომელთა უმრავლესობა ადგილზევე მოგვარდა, ხოლო ნაწილი მოითხოვს უფრო სერიოზულ მომზადებას, ვინაიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება.

მოსახლეობასთან შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთეულებში წელს დასრულდა, თუმცა მსგავსი შეხვედრები მომდევნო წელსაც გაგრძელდება. მათ რეგულარული ხასიათი ექნება და ტრადიციულად, ყოველ ორშაბათს გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1736
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები