ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში კიდევ ერთი სერვისცენტრი გაიხსნა
14 ნოემბერი 2019
 

ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგოლის ქ. N14-ში, მოქალაქეთა მომსახურების ახალი სერვისცენტრი გაიხსნა, რომელიც აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება. სერვისცენტრი საკრებულოს თავმჯდომარემ და მაჟორიტარმა დეპუტატებმა ქალაქის მერთან ერთად გახსნეს.

სერვისცენტრების გახსნის მიზანი მოსახლეობის მომსახურების პროცესში ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაა, რაც გულისხმობს „ერთი ფანჯრის“ პრინციპს და მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული მომსახურებების მიღებას ერთ სივრცეში.
კიდევ ერთი სერვისცენტრის მშენებლობა პარალელურად თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში, გრიშაშვილის ქ. N5-ში მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
ბონი- გოროდოკისა და თამარის ადმინიტრაციულ ერთეულებში სერვისცენტრების მშენებლობის სახელშეკრულებო ღირებულებამ 222 ათას 339 ლარი შეადგინა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1627
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები