ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს
11 ნოემბერი 2019
 

დღეს დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზ სმიტმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ბათუმში დაკრძალული ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივს მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

დიდ ბრიტანეთსა და მის საზღვრებს გარეთ, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის სახელით, ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყოველწლიურად, ნოემბრის პირველ კვირაში იმართება. დიდი ბრიატანეთი მსოფლიოს 153 ქვეყანაში მეთვალყურეობს მათი ჯარისკაცების სასაფლაოებს, მათ შორის საქართველოშიც.
69 ბრიტანელი ჯარისკაცის საფლავი ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე 2013 წლის გათხრების შედეგად იქნა აღმოჩენილი. ჯარისკაცები ბათუმში 1918-20 წლებში იმყოფებოდნენ.
სასაფლაოების აღმოჩენის, გათხრებისა და მემორიალის მოვლის მიზნით, ბრიტანეთის საელჩო ბათუმის საკრებულოსთან უკვე ექვსი წელია თანამშრომლობს და ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ერთობლივად ატარებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1680
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები