ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ბაგრატიონი 1- ის ადმინისტრაციულ ერთეულში
11 ნოემბერი 2019
 

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ნატალია ზოიძესთან და გოჩა მგელაძესთან ერთად ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ძირითადი საკითხები ინფრასტრუქტურას, წყალარინების მოწესრიგებას, ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამით სარგებლობას, სახურავების რეაბილიტაციასა და ეზოების კეთილმოწყობას, ასევე, სოციალური და ინდივიდუალური პრობლემების მოგვარებას შეეხებოდა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოქალაქეებს პრობლემების ნაწილი ადგილზე გადაუწყვიტეს, ხოლო ისეთი საკითხები, რომლებიც მომზადებასა და დაპროექტებას მოითხოვდა, მათ გათვალისწინებას მომავალი წლის ბიუჯეტში დაჰპირდნენ.
მოსახლეობასთან ტრადიციულ შეხვედრას ქალაქის მერი ლაშა კომახიძე მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ყოველ ორშაბათს მართავს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1624
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები