ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან
11 ნოემბერი 2019
 

დღეს ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, საბჭოს წევრები სხდომაზე „ქალი და რეალობა“ კავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კავშირი „ქალი და რეალობა“ არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს პრიორიტეტულად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების (გოგონების) უფლების დაცვის კუთხით.ორგანიზაციის მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების (გოგონების) უფლებების და შესაძლებლობის გათანაბრება საზოგადოების სხვა დანარჩენი წევრების უფლებებსა და შესაძლებლობასთან. დღეისთვის „ქალი და რეალობა“ კანადის ფონდის ადგილობრივი ინიციატიოვები GFLI/ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს -„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა ქალები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ადგილობრივ თვითმართველობებთან თამანშრომლობა და მათი ინფორმირებულობა მდგრადი განვითარების (SDG) მე-5 მიზნის (გენდერული თანასწორობის საკითხები) და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის (UNSRPD) ურთიერთდაკავშირებულ ხაზებთან დაკავშირებით.
დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი სწორედ აღნიშნული პროექტის შესახებ ონფორმაციის მიღებას და არსებული მდგომარეობის გაცნობას შეეხო. საკრებულოს წევრებმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობას და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, ასევე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობას დაჰპირდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტულად შეეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებს. როგორც საბჭოს სხდომაზე ითქვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა ადაპტირებული სამედიცინო აპარატურით , რაც კიდევ უფრო გაუადვილებს შშმ პირებს სამედიცინო მომსახურების მიღებას.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1579
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები