ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მთავრობის სხდომა
29 ოქტომბერი 2019
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომას დაესწრო, რომელზეც მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტსა და მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღინიშნა, 2020 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 11% არის გაზრდილი.

სხდომაზე ასევე განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების საკითხი.
აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1714
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები