ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
29 ოქტომბერი 2019
 

ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

კომისიის წევრებმა ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (მიკროავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელებზე სამარშრუტო ხაზების მიხედვით ნებართვის გაცემის და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განკარგულების პროექტი განიხილეს. კონკურსის შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა: შპს „ჯორჯია ტრანსი“, შპს „ავტო ტრანსი“, შპს „მწვანე შუქი“, შპს „ავტომობილისტი 42“, შპს „აჭარტრანსრეგულირება“ და სპს „ირაკლი ჩავლეიშვილი“. განკარგულების პროექტის შესაბამისად, აღნიშნულ კომპანიებზე სამარშრუტო ხაზების მიხედვით უნდა გაიცეს ნებართვა და გაფორმდეს ხელშეკრულება.
კომისიამ დღესვე, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ ბათუმის საკრებულოს N50-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა და ორივე საკითხის განხილვას საკრებულოს მორიგ სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი.
სხდომას ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 30 ოქტომბერს, გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 46
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები