ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ექსკურსია ადმინისტრაციული ერთეულის სერვის ცენტრში
17 ოქტომბერი 2019
 

ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში ბათუმის საკრებულოს ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნატალია ზოიძემ დღეს სამაჟორიტარო უბნის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრში სკოლის მოსწავლეებისთვის ექსკურსია მოაწყო. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ მუნიციპალიტეტის მერიასთან ურთიერთობის პროცედურებს. ნატალია ზოიძემ, სერვისცენტრის მენეჯერთან ედნარ მამულაიშვილთან ერთად, მოსწავლეებს აუხსნა, თუ სად და როგორ უნდა შეიტანონ მოქალაქეებმა განცხადება ადგილზე გამოვლენილი საჭიროებების აღმოსაფხვრელად, ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მისაღებად ანდა ახალგაზრდული ინიციატივების წარსადგენად.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1800
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები