ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ვეტერანთა დღე ბათუმში
17 ოქტომბერი 2019
 

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანთა დღეს აღნიშნავენ, ვეტერანთა დღის აღსანიშნავი ღონისძიება დღეს, ბათუმში გმირთა ხეივანში გაიმართა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და ქალაქის მერთან ერთად დაესწრო.

გმირთა ხეივანში შეკრებილმა საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით 17 ოქტომბერს სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1783
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები