ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
დიდი ბრიტანეთის დღეები ბათუმში
05 ოქტომბერი 2019
 

ბათუმი დიდი ბრიტანეთის დღეებს მასპინძლობს. ლონდონის სკვერში გამართულ ღონისძიებას დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და დიდი ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში ჯასტინ მაკკენზ სმიტთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებაზე შეკრებილ ახალგაზრდებსა და ბავშვებს ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებმა გააცნეს ბრიტანული კულტურა, მიაწოდეს ინფორმაცია ბრიტანულ-ქართული ურთიერთობების, მეგობრობის, ორმხრივი პროექტების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და ინგლისური ენის შესწავლის შესახებ.
ღონისძიება დიდი ბრიტანეთის ელჩის ინიციატივით დაიგეგმა და მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი სიახლეების განხორციელებას საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების მიმართულებით, ასევე - საქართველო-ბრიტანეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1829
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები