ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა
27 სექტემბერი 2019
 

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი დღეს, საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ქალაქის მერთან ერთად ყვავილებით შეამკეს და დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს. აღევლინა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
სოხუმის დაცემის დღეს, რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.
ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 5 ათასი ქართველი ჯარისკაცი და 8 ათასი ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 400 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი-უსახლკაროდ დარჩა

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1664
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები