ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა მოსახლეობასთან
11 სექტემბერი 2019
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ართმელაძე, დღეს ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრში გაიმართა, რომელსაც საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მერიის შესაბამისი სამსახურებისა და აიპების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოსახლეობას აღნიშნულ უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ასევე, განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, რომლებიც კონკრეტულ უბანში სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. გონიო -კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული ტურისტული ზონაა და აქტიურ სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობის მოთხოვნებიც ძირითადად აღნიშნულ თემას ეხებოდა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ყველა პრობლემური საკითხი ეტაპობრივად, დაჩქარებულ ვადებში გადაწყდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1777
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები