ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პროექტის პრეზენტაცია
03 სექტემბერი 2019
 

,,ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ პროექტის განხილვა დღეს, მმართველი საბჭოს წევრებთან გაიმართა. გეგმაზე საკონსულტაციო კომპანია ,,აეკომი” ბათუმის მუნიციპალიტეტთან ერთად მუშაობს. დოკუმენტის პროექტი საბჭოს წევრებს გასაცნობად, შენიშვნებისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით წარედგინათ. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, თავმჯდომარის მოადგილე ლაშა სირაბიძე, ასევე საფინანსო- ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე ესწრებოდნენ.
„მწვანე ქალაქის გეგმის“ შემუშავება ბათუმის მუნიციპალიტეტმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ერთობლივად დაიწყეს, რითაც ბათუმი EBRD-ის მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამაში ჩაერთო.
EBRD-ის მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამა წარმოადგენს მწვანე ურბანული განვითარების სრულფასოვან ბიზნესმოდელს, რომელშიც, სტრატეგიულ დაგეგმვასთან ერთად, გათვალისწინებულია ინვესტირება და ტექნიკური დახმარება. გეგმა, ასევე, განიხილავს გარემოს პირობებზე მოქმედ სექტორებს. მათ შორის, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, ინდუსტრიას, მიწათსარგებლობას, ნარჩენების, წყლის მართვასა და ა.შ.
პროექტის დეტალურად განხილვის შემდეგ შემუშავდება საბოლოო ვერსია, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 46
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები