ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ფოტოგამოფენა სახელწოდებით „არ დამივიწყო“
27 აგვისტო 2019
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები დღეს, ბათუმის საზაფხულო თეატრში, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა და მათი ოჯახებისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას დაესწრნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების, მათი ოჯახების გამოწვევებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის ამსახველი ფოტოები.
საქართველოში 90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
გამოფენა სახელწოდებით „არ დამივიწყო“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც 28 აგვისტომდე გაგრძელდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1761
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები