ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმსა და ვროცლავს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
17 ივლისი 2019
 

ბათუმსა და პოლონეთის ქალაქ ვროცლავს შორის დღეს ურთიერთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და ვროცლავის მერმა იაცეკ სუტრუკიმ მოაწერეს.

ხელშეკრულება ორ ქალაქს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სხვადასხვა სფეროში ურთიერთანამშრომლობას ითვალისწინებს.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, წევრები და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1830
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები