ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პირველი ადგილი ბათუმს 64 მუნიციპალიტეტს შორის
02 ივლისი 2019
 

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების 2019 წლის საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დასახელდა. 100%-იან შეფასების შკალაზე 61%-იანი შედეგი გვაქვს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2019 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტების დააჯილდოება დღეს თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა, რომელსაც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს. მისი მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა, კორუფციის რისკების შემცირება და მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით ბათუმი მე-15 ადგილს იკავებდა. პროექტი ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1873
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები