ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია
25 ივნისი 2019
 

საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები დღეს მერიის ახალი ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაციას დაესწრნენ, პრეზენტაცია საზოგადოებას ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ წარუდგინა.

„ეს არის მოდელი რომელსაც არ აქვს ანალოგი და არ არის გადმოღებული რომელიმე სხვა არსებული მოდელიდან. შესაბამისად, პირველად ხდება მსგავსი პროექტის განხორციელება საქართველოში. არის მაქსიმალურად გამჭვირვალე და პრიორიტეტებზე აგებული სისტემა, რომელშიც აისახება, თუ რომელი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა განხორციელდეს.
აღნიშნული მოდელის განხორციელების შედეგად, მუნიციპალიტეტი მიიღებს გრძელვადიან ნუსხას ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომელიც იქნება დალაგებული მნიშვნელობის მიხედვით და გაწერილი დროის მონაკვეთზე. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება მრავალწლიანი, მინიმუმ 8 წლიანი პროგრამა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებისა“ - ლაშა კომახიძე.
მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ბათუმის მერიამ არაერთი ელექტრონული პლატფორმა დანერგა. მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროგრამა, საჭიროებებზე მორგებული მუნიციპალური ბიუჯეტის ფორმირების პროგრამა, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ერთ ახალ პროექტზე - ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პორტალი“. რომლის საშუალებით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამხანაგობები ელექტრონულად შეძლებენ მიმართონ მუნიციპალიტეტს ამხანაგობის სხვადასხვა საჭიროების შესახებ. მერიის შესაბამისი სამსახურები კი შეტყობინებებს ავტომატურად მიიღებენ და იქვე დააფიქსირებენ პასუხებს, რაც მისცემს სამსახურს პროცესის კონტროლის საშუალებას.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1772
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები