ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრა დემოკრატიის სკოლის მსმენელებთან
20 ივნისი 2019
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ EECMD ბათუმის დემოკრატიის სკოლაში საკრებულოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა. თავმჯდომარემ დემოკრატიის სკოლის მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე, სტრუქტურაზე, გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. სულიკო თებიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, რომლებიც ბათუმის საკრებულომ მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით დანერგა. 

ანგარიშის წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეეებმა, ძირითადად, შეკითხვები საკრებულოში ინიცირებულ პეტიციებთან დაკავშირებით, პარკირების რეგულაციების თაობაზე დასვეს, მსმენელები დაინტერესდნენ მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხებითა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებით. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ქალაქში არსებულ რამდენიმე პრობლემურ საკითხზე, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან მიიღეს შესაბამისი რეაგირების დაპირება. ასევე გაიჟღერა რამდენიმე იდეამაც, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ ჩაინიშნა და იდეის ავტორს მისი განხორციელების მიზნით დახმარება შესთავაზა.
ბათუმის დემოკრატიის სკოლაში მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხშირად იმართება და დემოკრატიული კულტურის განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1755
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები