ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერული საბჭოს წევრების შეხვედრა მაშველებთან
19 ივნისი 2019
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც მოწვეული იყვნენ ახალგაზრდა მაშველები. წელს პირველად აჭარის სანაპიროზე ბიჭებთან ერთად ადამიანების სიცოცხლეზე მაშველი გოგონებიც იზრუნებენ. მაშველი გოგონების გამოჩენას სანაპიროზე საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, რაზეც საბჭოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება. გენდერული საბჭოს წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიესალმნენ ახალგაზრდა მაშველების რიგებში გოგონების გამოჩენას. 

შეხვედრა მიზნად ისახავდა მაშველთა საქმიანობის პოპულარიზაციას.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1744
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები