ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
14 ივნისი 2019
 

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. 

ბათუმის საკრებულოს ახალი წევრი შეემატა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გელა დეკანაძემ როინ ზოიძე ჩაანაცვლა, რომელმაც პირადი განცხადების საფუძველზე საკრებულოს მანდატი მიმდინარე წლის 27 მაისს დატოვა.
გელა დეკანაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ქალაქის მერის მოადგილე იყო, მანამდე კი თამარის უბანში მერის რწმუნებულად მუშაობდა.
დღესვე სხდომაზე, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობა და საქართველოს საერთო სასამართლოებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განკარგულებები დაამტკიცეს.
მალე ბათუმს კიდევ ერთი სკვერი შეემატება, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს სკვერის სტატუსი მიენიჭა და მას „მეზღვაურთა სკვერი“ ეწოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2104
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები