ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის მე-9 საბავშვო ბაღს დღეს 50 წელი შეუსრულდა
31 მაისი 2019
 

გმადლობ, მასწავლებელო, ამ სიტყვებით მიესალმა და საიუბილეო თარიღი მიულოცა დღეს ბათუმის მე-9 საბავშვო ბაღის პედაგოგებს საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ. 

ბათუმის მე-9 საბავშვო ბაღს დღეს დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ბაღის ადმინისტრაციამ სპეციალური ღონისძიებით აღნიშნა, პატარა აღსაზრდელებმა კი სტუმრებს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს.
როგორც საბავშვო ბაღის გამგემ ღონისძიებაზე აღნიშნა, ბაღს არსებობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უამრავი წარმატება ჰქონია, თუმცა განსაკუთრებული მონაპოვარი კი მაინც მათი ბაღის წარჩინებული აღსაზრდელები არიან, დღეს საბავშვო ბაღს ერთ-ერთი პირველი აღსაზრდელი, ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურა ნაკაიძე სტუმრობდა, რომელმაც დღეს ის ემოციები გაიხსენა როდესაც პირველად შევიდა ბაღში.
ბაღი 1969 წელს გაიხსნა და მას პირველივე დღიდან, წლების განმავლობაში დარეჯან ნიქაბაძე ხელმძღვანელობდა, იგი დღესაც აქტიურად არის ჩართული მომავალი თაობის აღზრდასა და განვითარებაში.
ღონისძიებას საკრებულოს განათლების კულტურის, ტურიზმისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე, საკრებულოს საფინანსო და ეკონომკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურა ნაკაიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ნატალია ძიძიგური, ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2459
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები