ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
24 აპრილი 2019
 

ბათუმის საკრებულოში დღეს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს. 

სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ედნარ ნატარიძემ კომისიას ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა. მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ 167,422.1 ათასი ლარი შეადგინა, ფაქტობრივმა შესრულებამ კი - 167,027.5 ათასი ლარი, ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ - 173,380.2 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ - 164,527.1 ათასი ლარი. ედნარ ნატარიძის განცხადებით, 2018 წელს პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება. ქალაქში ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად საბიუჯეტო დაფინანსების ძირითად პრიორიტეტს ასევე სკოლამდელი განათლების, კულტურისა და სპორტის სფერო და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი 94,9 პროცენტით შესრულდა.
კომისიამ იმსჯელა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს. სხდომას საფინანსო და ეკონომიკუირი განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურა ნაკაიძე უძღვებოდა,.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1797
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები