ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
დედაენის დღე
14 აპრილი 2019
 

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.

დღეს, ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის მნიშვნელობისა და სახელმწიფოებრიობის შესახებ ლიტერატურული პერფომანსი წარმოადგინეს.
ღონისძიებას, საკრებულოს წევრები, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მწერალთა სახლის, ასევე აჭარის მუზეუმებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ, ამ დღეს თბილისსა და ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა, საპროტესტო გამოსვლებმა კომუნისტური რეჟიმის პირობებში საქართველოს სახელმწიფო ენა შეუნარჩუნა.

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2318
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები