ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
აჭარაში მყარი ნარჩენების განთავსების ობიექტი აშენდება
11 აპრილი 2019
 

აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება. საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, დღეს სასტუმრო „ჰილტონში“, გამართულ პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „Goksin Insaat-ს“ შორის ხელშეკრულებას დღეს ოფიციალურად მოეწერა ხელი.
ხელშეკრულების ფარგლებში, ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მოსაწყობად, კომპანიას 18 თვის ვადა განესაზღვრა.
პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ იაფი სესხის ფარგლებში გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.
ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს.
მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ცეცხლაურის ახალი სანიტარული პოლიგონი, პირველი თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული. პროექტი რეგიონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის ჯანსაღი პირობების შექმნასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2220
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები