ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
10 აპრილი 2019
 

დღეს, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარის ირაკლი პატარიძის თქმით, ცვლილებები ძირითადად ღირშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებულ კულტურულ ღონისძიებებს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის გასტროლების დაფინანსებას და შრომით ანაზღაურებას შეეხება.
მალე, ბათუმში შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ცენტრალურ პარკში, პოეტის ტერენტი გრანელის ბიუსტი განთავსდება, რომელსაც წელს დაბადებიდან 120 წელი უსრულდება. პროექტის ინიციატორი ბათუმში კვირკველიების საგვარეულოა, ბიუსტის განთავსების ხარჯებსაც აღნიშნული საგვარეულო გაიღებს.
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე, მიზანშეწონილად მიიჩნია .

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1768
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები