ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
10 აპრილი 2019
 

საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.

კომისიის წევრებს საკითხები მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სოფიო მიქელაძემ წარუდგინა. მისი თქმით, იცვლება მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამა. კერძოდ ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარების ღონისძიებაში ბენეფიციართა მოთხოვნილებებიდან გამომდინარე საჭიროა ოთხი ბენეფიციარის დამატება და ბიუჯეტის გაზრდა 120 000 ლარით, რის შედეგად აღნიშნული ღონისძიების ბიუჯეტი გახდება 210 000 ლარი.
კომისიაზე, დღესვე ცვლილება შევიდა მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნვეყოფის ქვეპორგრამაშიც, რომელშიც შეიცვალა თარიღი, ნაცვლად 2015 წლის 1 იანვრისა, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც 2017 წლის 1 იანვარმდე დარეგისტრირდნენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში.
წარმოდგენილ ცვლილებებს კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და მისი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1777
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები