ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ორშაბათის ტრადიციული შეხვედრა მოსახლეობასთან
08 აპრილი 2019
 

ორშაბათის ტრადიციული შეხვედრა მოსახლეობასთან დღეს რუსთველის ადმინისტრაციაში გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძე, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს დილიდან ეცნობოდნენ.

შეხვედრაზე მოსულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათი თქმით, რუსთაველის ადმინისტაცია ტურისტული ზონაა და სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის მოთხოვნებიც ძირითადად აღნიშნულ თემას ეხებოდა. როგორც შეხვედრაზე ითქვა ყველა პრობლემური საკითხი ეტაპობრივად, დაჩქარებულ ვადებში გადაწყდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1750
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები