ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
აუტიზმის გასაღები სიყვარულია
02 აპრილი 2019
 

2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს აღნიშნავს, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს დააწესა.
თარიღთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, საკრებულოს წევრები ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ, რომელიც სარეაბილიტაციო ცენტრ ,,ნემოს“ და ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით გაიმართა.

სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, ცენტრში მოეწყო გასართობ-შემეცნებითი კუთხე, გაიმართა ინკლუზიური აქტივობები აუტისტური სპექტრის ბავშვებისა და სტუდია „ლიმპოპოს“ აღსაზრდელების ჩართულობით.

ღონისძიებას საკრებულოს წევრები, ბათუმის მერი, მერის მოადგილეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 313
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები