ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოში გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის დელეგატებს უმასპინძლეს
25 მარტი 2019
 

გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის დელეგატებს დღეს საკრებულოში უმასპინძლეს. მომავალ ლიდერებს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ბესარიონ გოგოტიშვილი შეხვდნენ.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა სტუმრებს ადგილობრივი თვითმმართველობის ისტორია გააცნეს და მის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე, ასევე დაანონსეს ახალი პროექტის „ახალგაზრდული საკრებულოს“ იდეა, რომელშიც ჩართვა ქალაქის ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ მიეცემა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებს კითხვები, ძირითადად, ახალგაზრდული და სოციალური პროექტების, ასევე, ქალაქის ურბანული განვითარების კუთხით ჰქონდათ, რაზეც საკრებულოს წევრებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ღონისძიების ბოლოს კი ასამბლეის მონაწილეებს პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტი, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან და უნივერსიტეტიდან 800-მდე დელეგატი მონაწილეობს, დღეს სრულდება.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ხელმძღვანელობით ხორციელდება. ორგანიზაცია ათ წელზე მეტია მსგავსი შინაარსის საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს ახორციელებს, როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და აშშ-ში.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1899
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები