ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ბაგრატიონის ადმინისტრაციულ ერთეულში
25 მარტი 2019
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და მაჟორიტარი დეპუტატი ნატალია ზოიძე, ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად დღეს ბაგრატიონი 2 -ის სერვისცენტრში მოსახლეობას შეხვდნენ.

ორშაბათის ტრადიციულ შეხვედრაზე მოსახლეობამ ეზოების კეთილმოწყობის, საკანალიზაციო სისტემის, სანიაღვრე არხების, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების შესახებ დასვა საკითხი.

ე.წ. ჭაობის უბანში ამ ეტაპზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შესაბამისად, მიმდინარეობს სავალი ნაწილის, ბორდიურების, ქუჩების მოასფალტების, ასევე, გარეგანათებისა და გამწვანების სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოსახლეობას აღნიშნულ უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს და შეხვედრაზე დასმული საკითხების ეტაპობრივ მოგვარებას დაჰპირდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1826
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები