ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ორშაბათის ტრადიციული შეხვედრა მოსახლეობასთან
18 მარტი 2019
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და მაჟორიტარი დეპუტატი ომარ მახარაძე, დღეს ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად, აღმაშენებლის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ.

ორშაბათის ტრადიციულ შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს და მათი პრობლემები მოისმინეს.
მოსახლეობას ძირითადად ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები აწუხებთ, როგორც შეხვედრაზე ითქვა, თითოეული განცხადება ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, ამიტომაც მოქალაქეების მიერ დასმული პრობლემები ეტაპობრივად, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების განხოციელების საფუძველზე მოგვარდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1772
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები