ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში დღეს ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს
07 მარტი 2019
 

ბათუმში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირი, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა გაიხსენეს. დღეს მას 75 წელი შეუსრულდებოდა. 

ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაიღუპა - ქალაქში შეჭრილმა აფხაზმა სეპარატისტებმა იგი ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. ომის დასრულების შემდეგ მისი ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცა. ჟიული შარტავა დაკრძალულია სენაკში. მას მინიჭებული აქვს „წმინდა გიორგის“ ოქროსა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენები. 2004 წელს ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ჟიული შარტავას მემორიალი ბათუმში, გმირთა ხეივანში 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2856
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები