ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერული თანასწორობის საბჭო ახალი შემადგენლობით შეიკრიბა
06 მარტი 2019
 

დღეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ, ნატალია ზოიძემ კოლეგებს ახალი წევრები წარუდგინა. 

დღევანდელი შეხვედრა, ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო. ნატალია ზოიძემ ახალ წევრებს მათი სამოქმედო გეგმა გააცნო და საბჭოს მუშაობაში აქტიურად ჩართულობისკენ მოუწოდა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბათუმის გენდერული საბჭო ახალი შემადგენლობით და საერთო გამოცდილების გაზიარებით, უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს და სამომავლოდ, საჭიროებაზე მორგებულ, ერთობლივ, პროექტებს შეიუშავებს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი წევრები, რომლებიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა, საკრებულომ 5 მარტის რიგგარეშე სხდომაზე შემდეგი შემადგენლობით დამტკიცა:-
კახაბერ გუჩმანიძე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;
მაყვალა კვირიკაძე - მეწარმე ქალთა ასოციაციის თავჯდომარე;
ნანა ჭანტურია - არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობა თანადგომისთვის“ (დევნილთა საზოგადოება);
რამინ მაჭარაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“;
მედეა მიქელაძე - მეგობრობის სახლი;
თამილა დოლიძე - ბათუმის გენდერის მედიაცენტრი;
პალინა ჯაღატაშვილი - სმენის არმქონე/პრობლემების მქონე ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვა;
თამარ გუდავა - „აჭარის კულტურის სააგენტო “ და მასთან არსებული „ბათუმის ქალთა კლუბი“;
ბექა მაჭუტაძე - ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის ბათუმის ტრეფიკინგის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარის უფროსი.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1891
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები