ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებზე
06 მარტი 2019
 

საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში, დღეს პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები დაესწრნენ.

პრეზენტაცია, საზოგადოებას, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა და ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა წარუდგინეს.
პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო 18 თვეს გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში გაიმართება, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ს „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში ხორციელდება.
ღონისძიებას, ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1791
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები