ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
26 თებერვალი 2019
 

2019 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები იყო დღეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა.

ბიუჯეტში ცვლილებები კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ წარუდგინა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები 3,667.1 ათასი ლარით იზრდება.
კომისიის წევრებმა დღესვე სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატული ფასის დადგენის შესახებ, ასევე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემისა და ქალაქ ბათუმში, დაბა ჩაქვში ახალი ზოოპარკის მშენებლობისათვის განსაზღვრული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკომპენსაციო თანხების გაცემის თაობაზე საკითხები განიხილეს.
კომისიამ წარმოდგენილი საკითხების გატანა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად ჩათვალა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1801
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები