ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
26 თებერვალი 2019
 

საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

კომისიის წევრებს მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის, მუნიციპალური უფასო სასადილოებისა და დროებითი ღამის თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამებში განსახორციელებლი ცვლილებების თაობაზე საკითხები მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სოფიო მიქელაძემ წარუდგინა.
წარმოდგენილ ცვლილებებს კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და მისი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1807
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები