ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საბჭოთა ოკუპაციის დღე
25 თებერვალი 2019
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და საკრებულოს წევრებმა დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 

1921 წლის 25 თებერვალს, ბედის ანაბარად მიტოვებულმა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის შემოტევას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რის შედეგადაც ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ხოლო ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, იმავე წლის მარტში კი ემიგრაციაში წავიდა.
თარიღთან დაკავშირებით დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1978
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები