ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში
18 თებერვალი 2019
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ართმელაძე, დღეს ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ. ორშაბათის ტრადიციულ შეხვდრას მერიის შესაბამისი სამსახურებისა და აიპების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ეზოების კეთილმოწყობის, საკანალიზაციო სისტემის, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებისა და გარე განათების მონტაჟის, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ დაისვა საკითხი.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოსახლეობას აღნიშნულ უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს და შეხვედრაზე დასმული საკითხების ეტაპობრივ მოგვარებას დაჰპირდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1782
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები